ENG. GEO
 

ავტომატური გადარიცხვები

ბითიეი ბანკი თქვენს მიერ დათქმულ ვადებში, ყოველთვიურად თქვენს ნაცვლად დაფარავს ყველა კომუნალურ გადასახადს და განახორციელებს ნებისმიერ შეთანხმებულ გადარიცხვას .

სარგებლობის ძირითადი მოტივები

ჩვენი სერვისი საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად:
  • გადაიხადოთ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა და დასუფთავების გადასახადები;
  • ტელეფონისა და ინტერნეტის გადასახადები გაერთიანებულ ტელეკომსა და გლობალ ერთში;
  • გადარიცხოთ თანხა საკუთარ ანგარიშებსა და დეპოზიტებს შორის;
  • აწარმოოთ შიდა და გარე გადარიცხვები საქართველოს ფარგლებში;
  • ავტომატურად შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი.

ძირითადი უპირატესობები:
  • სერვისით სარგებლობის დაბალი ყოველთვიური საკომისიო;
  • შესაძლებლობა გადაიხადოთ როგორც თქვენი, ისე სხვა პირის გადასახადები;
  • გადარიცხვის წარმოების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღების შესაძლებლობა;

რეგისტრაციის პირობები

 
სერვისის მისაღებად საჭიროა:
  •   გქონდეთ ანგარიში ბითიეი ბანკში;
  • შეავსოთ ავტომატური გადარიცხვების განაცხადი:
    • კომუნალური სახის გადარიცხვებისთვის თან უნდა იქონიოთ კომუნალური კომპანიების მიერ თქვენთვის მონიჭებული პირადი ნომერი (ქვითრებზე მითითებული);
    • შიდა და გარე გადარიცხვებისთვის თან უნდა იქონიოთ მიმღების რეკვიზიტები.

დამატებითი პირობები
  • ანგარიშსწორების წარმოება მოხდება კლიენტის მიერ არჩეული ძირითადი თანხიდან;
  • ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში ავტომატური გადარიცხვა განხორციელდება კლიენტის მხრიდან წინასწარ მითითებული დამატებითი ანგარიშიდან;
  • იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშები სხვადასხვა ვალუტებშია, ოპერაციები მათ შორის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, კონვერტაციის გზით წარმოებს;
  • ძირითად და დამატებით ანგარიშებზე გადარიცხვის დღეს თანხის არარსებობის შემთხვევაში გადარიხვა არ განხორციელდება;
  • გადარიცხული თანხა კომუნალური კომპანიების მონაცემთა ბაზაში აისახება არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის, ხოლო გარე გადარიცხვების შემთხვევაში მიმღები ბანკის ანგარიშზე თანხა აისახება არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
მომსახურების პირობები  


 
 
Developed by Tea Kharitonashvili
Designed by Tina Samadashvili