ENG. GEO
 

რეკომენდაციები თქვენი უსაფრთხოებისთვის

პლასტიკური ბარათის მიღება

 

  • შეამოწმეთ სწორად არის თუ არა თქვენი სახელი და გვარი დაფიქსირებული ბარათზე;
  • ბარათთან ერთად აუცილებლად უნდა გადმოგეცეთ დალუქულ კონვერტში მოთავსებული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი ( PIN კოდი), რომელიც აუცილებელია ბანკომატიდან და ბანკიდან თანხის განაღდებისას;
  • შეუძლებელია დავიწყებული ან დაკარგული PIN კოდის აღდგენა:
    • მისი დაკარგვის შემთხვევაში საჭირო ხდება ახალი ბარათის დამზადება;
    • ახალი ბარათი შეიძლება გაიცესმხოლოდ მისი ღირებულების გადახდის და ძველის გაუქმების ხარჯზე;
  • ბარათის მიღების დროს აუცილებლად მოაწერეთ ხელი ბარათის უკანა მხარეს სპეციალურად ხელმოწერისთვის განკუთვნილ ადგილზე;
  • ნუ შეეცდებით ბარათის მაგნიტურ ზოლზე ფიზიკურ ან ელექტრომაგნიტურ ზემოქმედებას, ეს მწყობრიდან გამოიყვანს საბანკო ბარათს.
  • ბარათის გააქტიურება/თანხის განაღდება
  • უსაფრთხოების მიზნით ბარათი გადმოგეცემათ დაბლოკილი;
  • ბარათი აქტიურდება ნებისმიერ ბანკომატში PIN კოდის სწორად შეყვანის შემთხვევაში;
  • სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია PIN კოდის შეცვლა   ბანკომატის საშუალებით;
  • ტრანზაქციის შესრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ ბანკომატიდან თანხის, ქვითრის და ბარათის მიღება;
  • დროულად აიღეთ ბანკომატიდან მოწოდებული თანხა და ბარათი, რადგან დაგვიანების შემთხვევაში მოხდება ბარათის ან თანხის დაკავება ბანკომატის მიერ;
  • თანხის გაცემაზე უარის შემთხვევაში შეამოწმეთ საკმარისი ნაშთის არსებობა ანგარიშზე, ასევე გადაამოწმეთ ბარათის მოქმედების ვადა;
  • ბარათის მოქმედების ვადა იწურება ბარათზე მითითებული თვის ბოლო დღის გასვლის შემდეგ
  • PIN კოდის სამჯერ შეცდომით აკრეფის შემთხვევაში მოხდება ბარათის ავტომატური ბლოკირება.
  • გადახდა ბარათის მეშვეობით
  • ტერმინალით სარგებლობის დროს აუცილებლად მოითხოვეთ ქვითარი/სლიპი, ყურადღებით შეამოწმეთ ქვითარზე ასახული თანხის სისწორე და მხოლოდ მას შემდეგ მოაწერეთ ხელი;
  • ტრანზაქციის გაუქმების ან საქონლის უკან დაბრუნების დროს აუცილებლად მოითხოვეთ გაუქმებული ტრანზაქციის ქვითარი.
  • უსაფრთხოების წესები ბარათით სარგებლობისას
  • დაუშვებელია : ბარათზე PIN კოდის დაწერა, PIN კოდის და ბარათის ერთად შენახვა, ბარათისა და PIN კოდის მეორე პირისათვის გადაცემა (მათ შორის ბანკის თანამშრომლებისთვისაც);
  • ბარათის განაღდებისას ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ დგას ვინმე, ვისაც შეუძლია თქვენი PIN კოდის დანახვა;
  • ინტერნეტში ბარათის გამოყენებისას ისარგებლეთ მხოლოდ უსაფრთხო გადახდის სერტიფიკაციის მქონე ინტერნეტგვერდებით. თუ ტრან აქციას ატარებთ სერტიფიკაციით დაცულ გვერდზე, ინტერნეტ მისამართი უნდა იწყებოდეს ‘‘ https:// ‘‘ - ით;
  • ინტერნეტ საიტზე დარეგისტრირებისას ყურადღება მიაქციეთ გადასახადის პერიოდულობას (გადასახადი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან ყოველთვიური);
  • ინტერნეტში ბარათის გამოყენებისას მოერიდეთ ტრანზაქციების განხორციელებას საერთო მოხმარების კომპიუტერიდან (მაგ: ინტერნეტ კაფე);
  • ტერმინალით სარგებლობის დროს მოითხოვეთ, რომ ტრანზაქცია ჩატარდეს თქვენი თანდასწრებით;
  • სისტემატურად აკონტროლეთ თქვენი საბარათე ანგარიშის ამონაწერი;
  • თუ ამონაწერში დააფიქსირებთ ტრანზაქციას, რომელიც თქვენ არ შეგისრულებიათ სასწრაფოდ აცნობეთ ბანკს;
  • საბანკო ბარათის ვადის ამოწურვის ან ბანკთან ურთიერთობის შეწყვეტისას ბარათი უნდა დაზიანდეს თქვენს თვალწინ.

    ბარათის დაკარგვის შემთხვევაში

 

  • დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ბანკს შემდეგ ნომერზე:
  • (+995 32) 242 242
  • სატელეფონო შეტყობინებინება ბარათის მფლობელის მიერ უნდა დადასტურდეს წერილო ითი განაცხადით სატელეფონო შეტყობინების გაკეთებიდან ერთი საბანკო დღის განმავლობაში უშუალოდ ბარათის მფლობელის მიერ ბანკში გამოცხადების გზით
  • საათის განმავლობაში
  • (+995 32) 314 999; (+995 32) 314 949
  • ბანკომატის მიერ ბარათის/თანხისდაკავების შემთხვევაში
  • დაუკავშირდით ბანკს შემდეგ ნომერზე:
  • (+995 32) 242 242          


 
 
Developed by Tea Kharitonashvili
Designed by Tina Samadashvili