გახსენით დეპოზიტი ვადებისა და აუცილებელი ყოველთვიური შენატანის გარეშე და დარიცხული მაღალი საპროცენტო სარგებლის შემდეგ გაიტანეთ როდესაც გენებოთ. მობრძანდით, გახსენით ბითიეი ბანკში მოთხოვნამდე დეპოზიტი და დარწმუნდით, რომ ჩვენთან უკეთესია.
მოთხოვნამდე დეპოზიტის ძირითადი უპირატესობანი:
- მაღალი საპროცენტო სარგებელი
- პროცენტის დარიცხვა ხორციელდება სრულ თანხაზე
- დეპოზიტის ვადა არ არის შეზღუდული
- დეპოზიტის გახსნა და მომსახურება უფასო
- დეპოზიტზე თანხის შემოსავალი და გასავალი უფასო
- დეპოზიტის მოქმედების პერიოდში ავტომატური გადარიცხვების სერვისს
- საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშს
| ვალუტა | ლარი | აშშ დოლარი | ევრო |
| მინიმალური თანხა | 400 | 200 | 200 |
| საპროცენტო განაკვეთი | 6.00% | 4.00% | 3.50% |
*
მინიმალური თანხა, რომელსაც ერიცხება პროცენტი
- საპროცენტო სარგებელი ანგარიშდება რთული პროცენტის წესით და ყოველი თვის ბოლო რიცხვში ემატება დეპოზიტის ძირითად თანხას.
მომსახურების ტარიფები:
- დეპოზიტის გახსნა - უფასო;
- დეპოზიტის მომსახურება - უფასო;
-
დეპოზიტზე თანხის შემოსავალი და გასავალი - უფასო.
- იმ შემთხვევაში თუ დეპოზიტის ნაშთი 6 თვის განმავლობაში არ აღემატება მინიმალურ ნაშთს და ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტზე არ განხორციელებულა აქტიური ოპერაციები, მაშინ ყოველთვიურად (თვის ბოლო დღეს) განხორციელდება დეპოზიტის მომსახურების საკომისიოს მიღება 1 ლარის ოდენობით, ანგარიშზე აქტიური ოპერაციის შესრულებამდე;
-
უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის ფარგლებში დეპოზიტიდან თანხის განაღდება წარმოებს ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად.
პროდუქტით დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ეფექტური პროცენტის გამოთვლასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდით 832 2 242 242, ან მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში და დარწმუნდით, რომ ჩვენთან მართლაც უკეთესია!
