ბითიეი ბანკი თქვენს მიერ დათქმულ ვადებში, ყოველთვიურად თქვენს ნაცვლად
დაფარავს ყველა კომუნალურ გადასახადს და განახორციელებს ნებისმიერ შეთანხმებულ გადარიცხვას.
სარგებლობის ძირითადი მოტივები
ჩვენი სერვისი საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად:
-
გადაიხადოთ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა და დასუფთავების გადასახადები;
-
ტელეფონისა და ინტერნეტის გადასახადები გაერთიანებულ ტელეკომსა და გლობალ ერთში;
-
გადარიცხოთ თანხა საკუთარ ანგარიშებსა და დეპოზიტებს შორის;
-
აწარმოოთ შიდა და გარე გადარიცხვები საქართველოს ფარგლებში;
-
ავტომატურად შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი.
ძირითადი უპირატესობები:
-
სერვისით სარგებლობის დაბალი ყოველთვიური საკომისიო;
-
შესაძლებლობა გადაიხადოთ როგორც თქვენი, ისე სხვა პირის გადასახადები;
-
გადარიცხვის წარმოების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღების შესაძლებლობა;
რეგისტრაციის პირობები
სერვისის მისაღებად საჭიროა:
-
გქონდეთ ანგარიში ბითიეი ბანკში;
-
შეავსოთ ავტომატური გადარიცხვების განაცხადი:
- კომუნალური სახის გადარიცხვებისთვის თან უნდა იქონიოთ კომუნალური კომპანიების მიერ თქვენთვის მონიჭებული პირადი ნომერი (ქვითრებზე მითითებული);
-
შიდა და გარე გადარიცხვებისთვის თან უნდა იქონიოთ მიმღების რეკვიზიტები.
დამატებითი პირობები
-
ანგარიშსწორების წარმოება მოხდება კლიენტის მიერ არჩეული ძირითადი თანხიდან;
-
ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში ავტომატური გადარიცხვა განხორციელდება კლიენტის მხრიდან წინასწარ მითითებული დამატებითი ანგარიშიდან;
-
იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშები სხვადასხვა ვალუტებშია, ოპერაციები მათ შორის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, კონვერტაციის გზით წარმოებს;
-
ძირითად და დამატებით ანგარიშებზე გადარიცხვის დღეს თანხის არარსებობის შემთხვევაში გადარიხვა არ განხორციელდება;
-
გადარიცხული თანხა კომუნალური კომპანიების მონაცემთა ბაზაში აისახება არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის, ხოლო გარე გადარიცხვების შემთხვევაში მიმღები ბანკის ანგარიშზე თანხა აისახება არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
