ENG. GEO
 

დეპოზიტის კონვერტაცია

  • დეპოზიტის ვადის განმავლობაში შესაძლებელია დეპოზიტის კონვერტაცია სრულად ან ნაწილობრივ GEL, USD ან EUR ვალუტებში;
  • კონვერტაციების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
  • კონვერტაციას ექვემდებარება დეპოზიტები, რომელთა პროცენტის კაპიტალიზაცია ხორციელდება ყოველთვიურად ან პერიოდის ბოლოს;
  • კონვერტაციას არ ექვემდებარება დეპოზიტის ის ნაწილი, რომელიც დაჯავშნილია დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის ან სასაჩუქრე ბარათზე დაშვებული ოვერდრაფტის ლიმიტის გამო.
  • საპროცენტო განაკვეთები თითოეული ვალუტისთვის დგინდება დეპოზიტის გახსნის დროს არსებული საპროცენტო განაკვეთების ბადის მიხედვით და ფიქსირდება დეპოზიტის ვადის ბოლომდე. მაგ.: 12 თვიანი დეპოზიტისთვის GEL-ში დაფიქსირდება 15.00% USD-ში 12.50% და EUR-ში 12.50%. აღნიშნული წილიური საპროცენტო განაკვეთები დაერიცხება დეპოზიტს თითოეულ ვალუტაში განთავსების ფაქტიური ვადის შესაბამისად.
  • კონვერტაციის კურსს წარმოადგენს კონვერტაციის დღის მდგომარეობით ბანკის უნაღდო კონვერტაციის კომერციული კურსი;
  • კონვერტაციის საკომისიო შეადგენს დასაკონვერტირებელი თანხის 0.5%. საკომისიოს მიღება შესაძლებელია როგორც დეპოზიტის ძირითადი თანხიდან, ისევე კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან;
  • დაკონვერტირებულ დეპოზიტს/მის ნაწილს კონვერტაციის დღიდან ერიცხება ვალუტის მიხედვით დეპოზიტის გახსნის დროს დადგენილი (ვალუტის და ვადის შესაბამისი) საპროცენტო განაკვეთი;
  • საპროცენტო სარგებლის კაპიტალიზაცია ხორციელდება კლიენტის მიერ მითითებული ანგარიშის შესაბამის ვალუტაში (იმ ვალუტაში, რომლებშიც ხდებოდა დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვა)
მაგალითად: განხორციელდა ვადიანი ანაბრის გახსნა შემდეგი პირობებით:
ანაბრის თანხა - 10 000.00 USD;
  ანაბრის ვადა - 12 თვე ( 01.01.2009 – 01.01.2010);
ანაბარზე პროცენტის კაპიტალიზაცია - ყოველთვიურად;
წლიური საპროცენტო განაკვეთი - 12.00%.
01.04.2009-ში განხორციელდა დეპოზიტზე არსებული სრული თანხის კონვერტაცია GEL-ში (კომერციული კურსი: USD/GEL - 1.6500). კონვერტაციის შესრულებამდე ხდება კონვერტაციის ერთჯერადი საკომისიოს მიღება 0.5% ოდენობით, ანუ 10 000.00 * 0.5% = 50.00 USD. შესაბამისად, კონვერტაციის თანხა შეადგენს 10 000.00 – 50.00 = 9 950.00 USD-ის. კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხა შეადგენს 9 950.00 * 1.6500 = 16 417.50 GEL.
დეპოზიტზე არსებულ თანხას, 10 000 USD-ის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების განმავლობაში დაერიცხება USD-ის შესაბამისი წლიური
საპროცენტო განაკვეთი 12.00%, ხოლო აპრილის თვიდან კონვერტირებულ თანხას 16 417.50 GEL-ს - GEL-ის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი 14.50%.
12.09.2009-ში განხორციელდა 3000 EUR ექვივალენტის კონვერტაცია GEL-დან EUR-ში და 4500 GEL-ის კონვერტაცია USD-ში (კომერციული კურსი GEL/EUR - 2.1500 / GEL/USD - 1.6500). დასაკონვერტირებელი თანხა შეადგენს 3 000 * 2.1500 + 4 500 = 10 950 GEL. კონვერტაციის საკომისიოს დათვლა ხდება ამავე თანხიდან 10 950 * 0.5% = 54.75 GEL.
შესაბამისად დეპოზიტის ნაშთები შეადგენს:

-USD-ის ანგარიშზე: 4 500 / 1.6500 = 2 727.27 USD;
- EUR -ის ანგარიშზე: 3 000 EUR;
- GEL -ის ანგარიშზე: 16 417.50 - 10 950 - 54.75 = 5 412.75 GEL.

სექტემბრის თვის განმავლობაში კლიენტს დაერიცხება:  

-12 დღეზე 16 417.50 GEL-ზე დარიცხული წლიური 14.50%;
-18 დღეზე 5 412.75 GEL-ზე დარიცხული წლიური 14.50%;
-18 დღეზე 2 727.27 USD-ზე დარიცხული წლიური 12.00%;
-18 დღეზე 3 000 EUR-ზე დარიცხული წლიური 12.00%.
 
 
 
Developed by Tea Kharitonashvili
Designed by Tina Samadashvili